ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ასევე, აკრძალვებია მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზეც, სადაც გადაადგილება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავ-დამცავი გვირაბების გავლით არის შესაძლებელი.