ოკუპირებული ცხინვალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს „აღმოსავლეთ ოსეთს” უწოდებს და იმუქრება.
მარიონეტული რეჟიმი აღარ მალავს და საჯაროდ საუბრობს, რომ საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების ინტერესი ისევ აქვს. მუქარის შემცველი განცხადება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანულ გაზეთთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
დიმიტრი მედოევი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს – თრუსოს ხეობას, კობსა და გუდოს ხეობას, კიდევ ერთხელ, როგორც „აღმოსავლეთ ოსეთს“ ისე მოიხსენიებს და ამბობს, რომ „ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიები ოს ხალხს დაუბრუნდება“.
აღნიშნულს უკვე მოჰყვა შეფასებები. თემის დეტალები „მოამბეში“.