ოფროუდის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მხარდაჭერით, შავი ზღვის საერთაშორისო ოფროუდ-ფესტივალი გაიხსნა.
შეჯიბრში თურქეთიადან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოსული სპორტსმენები მონაწილეობენ. ფესტივალზე ასევე საქართველოში არსებული ყველა კლუბი ასპარეზობს. შეჯიბრი სამ კატეგორიაში იმართება.
ფესტივალის დასკვნითი ეტაპი 25 აგვისტოს გონიოში გაიმართება.