აქცია მიწების დაკანონების მოთხოვნით

საპროტესტო აქცია მიწის დაკანონების მოთხოვნით. გონიოს მცხოვრებლების განცხადებით, ისინი უკვე წლებია ითხოვენ ჯერ კიდევ მათი წინაპრების მფლობელობაში არსებული ნაკვეთების დაკანონებას. ნაწილმა მოახერხა ნაკვეთების დარეგისტრირება სტრასბურგში მოგებული სასამართლოს შემდეგ, ნაწილი კი, პროტესტს დღემდე განაგრძობს. აქციაზე მივიდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მამუკა კაკაბაძე. მან მოსახლეობას პრობლემის მოგვარების პირობა მისცა.