გახმაურებულ საქმეზე ბრალდებულთა წრე გაფართოვდა.
2008 წელს ჩაცხრილული როინ შავაძის საქმეს ახალი ფიგურანტი ჰყავს. ისიც ყოფილი მაღალჩინოსანია. ბრალი აჭარის კუდ-ის კიდევ ერთ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირს წაუყენეს. საგამოძიებო განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი მალხაზ აბულაძე საქართველოში არ იმყოფება და არც დანაშაულს აღიარებს. მან ქვეყანა თვეების წინ დატოვა. თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის და აგვისტოს ომის მონაწილის რეზონანსული საქმის ხელახლა გამოძიება ოთხი წლის წინ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ბათუმის კაფეში დაკავებული და ქობულეთის გზაზე 40-მდე ტყვიით მოკლული შავაძის საქმეში ევროპული კონვენციის მუხლის დარღვევა დაადგინა.