შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმე

პროკურატურამ შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე დაკავებულ კომპანია „თრეველ ჯის” დირექტორსა და მიკროავტობუსის მესაკუთრეს ბრალი წარუდგინა. მათ ბრალად ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 2020 წლის 23 აგვისტოს მომხდარი ავტოავარიის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა და სამი მძიმედ დაშავდა.

თეონა ხუბულავა დეტალებით.