ბრალის წარდგენა ტრეფიკინგის ფაქტზე

საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა მოქალაქეს ადამიანით ვაჭრობის ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა 2019 წელს რუსეთის მოქალაქე ფერმაში მიიწვია და საცხოვრებლად სათანადო პირობებს დაჰპირდა, თუმცა, პასპორტი ჩამოართვა და მასზე ფიზიკურად ძალადობდა.

დაზარალებულმა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა მიიღო. მრავალჯერადი ძალადობის შედეგად, რუსეთის მოქალაქე გარდაიცვალა. ბრალდებულს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.