გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. საქმის მთავარი მოწმე, გური ამირხანაშვილი ამოცნობის პროცედურაზე არის დაბარებული უწყებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ოქროს მოწმემ, საქმეში ბრალდებული არასრულწლოვანი უნდა ამოიცნოს. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. გვიან ღამემდე შეკითხვებს ვახო ახვლედიანი პასუხობდა. ადვოკატის განცხადებით, გამოძიებამ საქმესთან დაკავშირებით დეტალები დააზუსტა. სამინისტროში არასრულწლოვანი პირიც გამოკითხეს, რომელიც დაბადების დღეზე მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე დაზარალებულია.
რა კითხვები ჰქონდა მასთან გამოძიებას, ეს ჯერჯერობით უცნობია. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ოთხი მუხლით მიმდინარეობს. დაკავებული 17 პირიდან ბრალს არც ერთი არ აღიარებს.