გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მთავარი მოწმე და დაზარალებული, გური ამირხანაშვილი იკითხება. პროკურორის თქმით, ამირხანაშვილი მკვლელობის პირდაპირი მოწმეა და მან ხუთივე ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინა. განსხვავებული პოზიცია აქვს დაცვის მხარეს. ადვოკატებისთვის გაუგებარია რატომ არის ამირხანაშვილი პირდაპირი მოწმე, რადგან ის მკვლელობის ეპიზოდზე არ ფლობს ინფორმაციას.
სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.