მკვლელობა ბათუმში

მკვლელობა ბათუმში, გუშინ, გვიან ღამით სანაპიროზე შუახნის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა უნივერსიტეტის მიმდებარედ, სანაპიროდან რამდენიმე მეტრში მოხდა. ახლობლები ამბობენ, რომ მოკლული მამაკაცი სანაპიროზე შემთხვევით გამვლელმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა.

გარდაცვლილს სავარაუდოდ ცივი იარაღით ცხრა ჭრილობა აქვს მიყენებული. მკვლელობის მოტივი და მიზეზი უცნობია. შსს-ის ინფორმაციით, საქმე სს კოდექსის 108-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული, მიმდინარეობს გამოძიება.