გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე სასამართლოში მივიდა და ჩვენება მისცა.
საქმეში „დიჯეის“ სახელით ცნობილმა კონსტანტინე ღიბრაძემ დაადასტურა, რომ მაგისტრალზე გაჩერებული პირველი ავტომობილიდან, ანუ „მერსედესიდან“ გადმოსულმა მგზავრებმა ის და გიორგი ქათამაძე სცემეს. ამავე ჩვენებით დადასტურდა რკინის ხელკეტის გამოყენებაც, რომელიც საგამოძიებო მასალების მიხედვით, ნიკა ჟვანიას ეკავა. ღიბრაძე საბედისწერო ღამეს არაგვის ხიდზე შაქარაშვილთან და მის მეგობრებთან ერთად გადაადგილდებოდა და პირველი თავდასხმის შემდეგ თავს გაქცევით უშველა.