შაქარაშვილის დაღუპვის საქმე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას არ ენდობიან დაკავებული ბრალდებულების ადვოკატები.

უფლებადამცველებმა მედიასთან განმარტეს, რომ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჯერ კიდევ ჩასატარებელია და 31 ივლისისთვის ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომამდე შესაძლოა ეს ვერ მოესწროს. გარდა ამისა, ადვოკატებს კითხვები აქვთ საქმის მასალებთან დაკავშირებითაც.