ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები გრძელდება. გამომძიებლების შეკითხვებს გარდაცვლილი ქალის თანამშრომლები და მეგობრები გუშინ მთელი დღის განმავლობაში პასუხობდნენ. შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მთაწმინდის ფერდობზე შანაი ბრუკის ცხედარი შაბათს იპოვეს.