შანაი ბრუკის მკვლელობის საქმე

 ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმე – ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმს. 33 წლის რაფაელ მურსაკულოვის დაკავებიდან 24 საათზე მეტია გასული, თუმცა, გამოძიებას დანაშაულის მოტივზე და გარემოებებზე ამ დრომდე არაფერი უთქვამს.

ავსტრალიელი მასწავლებლის რვატომიანი საქმის მასალებს უკვე ეცნობა ადვოკატი. ცნობილია, რომ ბრალდებული და მოკლული ერთსა და იმავე ქუჩაზე ცხოვრობდნენ, თუმცა დაკავებულის ინტერესების დამცველი მათ შორის ნაცნობობას კატეგორიულად უარყოფს. მურსაკულოვი სახლიდან აიყვანეს – პოლიცია შემზარავი დანაშაულის ჩამდენს 40 დღის განმავლობაში ეძებდა. 

თეონა ხუბულავა განაგრძობს საუბარს – მკვლელობის რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება?

დატოვე კომენტარი