შანაი ბრუკის გარდაცვალების საქმე

ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს – ამის შესახებ განცხადება, შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ვახტანგ გომელაურმა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე შაბათს იპოვეს.