პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს ეხმაურება. „სამი ათწლეულის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა. მასთან ერთად დაეცა ჩვენი თაობის იმედიც, რომ სწრაფად მომხდარიყო ჩვენი ახლად ჩამოყალიბებული ქვეყნის დასავლური ერების ოჯახის წარმატებულ წევრად გარდაქმნა. რუსეთის იმპერიული ამბიციები იმ დროს უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა, ენახა მთლიანი და თავისუფალი საქართველო. „ჩვენ მოვახერხეთ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების საფუძვლების შექმნა, ავტორიტარიზმის დამარცხება, ნატო-სა და ევროკავშირთან არსებითად დაახლოება, ეკონომიკის დინამიკური განვითარება“, – ვკითხულობთ განცხადებაში. პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წარმატება ელის ეროვნული მიზნის მიღწევაში.