„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი აცხადებს, რომ პარტიის მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღსადგენად დაწყებული ბრძოლა, მოგებულია. როგორც შალვა ნათელაშვილი ამბობს, მთავრობამ ვერ გაუძლო „ლეიბორისტული პარტიის“ ზეწოლას და სასამართლოში სარჩელების შეტანას, შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, ორშაბათიდან აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.