შალვა ნათელაშვილი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. ამჯერად საპრეზიდენტო კანდიდატი ექიმთა დახელოვნების უროლოგიის ინსტიტუტში მივიდა და შეხვედრა გამართა.

ნათელაშვილმა ექიმებს ის გეგმები გააცნო, რომლის განხორციელებასაც, გამარჯვების შემთხვევაში, ჯანდაცვის სფეროში გეგმავს. კერძოდ, საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, ექიმებს ერთდროულად კერძო და სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობა შეეძლებათ.