სეზონური ვირუსები ისევ ცირკულირებს.
წინა წლებთან შედარებით, წელს სხვადასხვა ვირუსით დაინფიცირების მაჩვენებლები მარტის ბოლოსაც მაღალი იყო. არ მცირდება რისკ-ჯგუფების ჰოსპიტალიზაციის სტატისტიკაც. ვირუსების გავრცელების პროცესის გახანგრძლივებას ექიმები რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. ერთ-ერთ მიზეზად ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი სახელდება.