სეზონური ვირუსების მაჩვენებელი

როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში. ბოლო სამი კვირის განმავლობაში, სეზონური გრიპების შემთხვევები გაორმაგებულია. სპეციალისტები იანვარში ინფიცირების შემთხვევების მატებას ელოდებიან. ლუგარის ლაბორატორიის მონაცემებით, ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. მათში დომინანტი კი ე.წ. ღორის გრიპია. იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გაზრდილია კლინიკაში მიმართვიანობაც, თუმცა სიტუაცია საგანგაშო არ არის. სპეციალისტების რეკომენდაცია სეზონური გრიპზე ვაქცინაცია და პირადი ჰიგიენის დაცვაა.