ვირუსების სეზონი კვლავ აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის ქვეყანაში A ტიპის გრიპის ვირუსთან ერთად, კიდევ 11 ტიპის ვირუსი ცირკულირებს. შემთხვევების უმეტესობა A ტიპის, ე.წ. ჰონკონგის ვირუსზე მოდის. რესპირატორული ვირუსით ავადობა კვლავ მაღალია ორ წლამდე ბავშვებში, შემთხვევების მატებიდან გამომდინარე, კლინიკებში გაზრდილია მიმართვიანობაც. ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით, სპეციალისტები მოსახლეობას პირბადის ტარებისა და სიმპტომების შემთხვევაში, სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.