„გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობა ბოლო დღეების განმავლობაში არ გაზრდილა“ – აცხადებს ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმი. მისი თქმით, დღის განმავლობაში მათ ძირითადად 20-დან 30 წლამდე პაციენტები მიმართავენ და ამ ეტაპზე კლინიკაში მყოფი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჰოსპიტალიზაციისა და გართულებული შემთხვევების მაჩვენებელი განახევრებულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ქვეყანაში ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს. მისივე თქმით, ქვეყანაში ძირითადად „ბე“ ტიპის ვირუსია გავრცელებული, რომელიც შედარებით მსუბუქია და საშუალო სიმძიმით ხასიათდება.