სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

ხვალიდან რისკ-ჯგუფებისთვის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ გრიპის საწინააღმდეგო, ოთხ-კომპონენტიანი 200 ათასი დოზა ვაქცინა შეიძინა. ისინი, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, ვაქცინას უფასოდ მიიღებენ. ასეთები არიან დიაბეტსა და დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის, აივ ინფექციის მქონე მოქალაქეები. ასევე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგები; ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები, მათი მომვლელი პერსონალი და სხვა. ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით მდებარე პოლიკლინიკებში ჩატარდება.