პრობაციონერებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის არეალი საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო გაფართოვდა. ამერიკის საელჩოს დახმარებით პრობბოქსის ათი აპარატი ქვეყნის მასშტაბით ათ ლოკაციაზე განთავსდება. საელჩომ სააგენტოს ასევე გადასცა 50 ელექტრონული ზედამხედველობის აპარატურა, რომელიც შინაპატიმრობის აღსრულების პერიოდში ადგილმდებარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს, ხოლო მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა აგროპროდუქციის დისტრიბუცია-რეალიზაციისთვის საჩუქრად მიიღო მსუბუქი ავტომობილი და ციფრული ტექნიკა.