პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შეჯამება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის შედეგები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა შეაჯამა. მისი თქმით, 2021 წელს, საქართველოში პრობაციონერებისთვის ინოვაციური მოწყობილობა შეიქმნა, რაც პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონულ კონტროლსა და მათთვის სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს. ასევე გაიხსნა იმერეთის პრობაციის რეგიონული ბიუროს განახლებული ოფისი ქუთაისში, ინფრასტრუქტურული განვითარება შეეხო არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრსაც. 2021 წელს პრობაციის ოფიცერთა რაოდენობა 12 %-ით, სოციალური მუშაკების რაოდენობა 26 %-ით, ხოლო ფსიქოლოგების რაოდენობა 67 %-ით გაიზარდა.