„ხელისუფლებამ იმ დირექტორებს, რომლებიც პოლიტიკურად არასაიმედოდ ჩათვალა, დაკისრებული უფლებამოსილება შეუწყვიტა“- განცხადება ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ერთი მხრივ, საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან, თუმცა ამასთანავე, სკოლები პანდემიის რთულ პერიოდში დირექტორების გარეშე აღმოჩნდნენ. რაც მისი აზრით, საფრთხის წინაშე აყენებს საგანმანათლებლო პროცესის გამართულობას. რატიანი განათლების მინისტრს მიმართავს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება, რის საფუძველზე განახორციელა აღნიშნული ქმედებები.