სერგო მეტრეველი - ქართველი „შინდლერი“

ქართველ შინდლერად წოდებული სერგო მეტრეველი – ადამიანი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, არაერთი ებრაელი გადაარჩინა. ის არის ერთადერთი ქართველი, რომელსაც ისრაელის „იად ვაშემის“ მემორიალური მუზეუმისა და კომისიის გადაწყვეტილებით, 2004 წელს „მსოფლიოს ხალხთა მართალი შვილების“ ტიტული მიენიჭა. დღეს კი ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში, სერგო მეტრეველის შთამომავლებს, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ქნესეთის თავმჯდომარემ საპატიო სიგელები გადასცა.