ნატო-ს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბათუმში სერჟანტთა კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე ახალი თაობის სამხედრო მოსამსახურეების სწავლებისა და წვრთნის მნიშვნელობაზე, ასევე, ქართველი სამხედრო ტექნიკოს-სპეციალისტთა იერარქიული სისტემების განვითარებაზე იმსჯელეს. შეხვედრა სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლების ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად განვითარებას ისახავს მიზნად. ღონისძიება ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ბურჯუ სანიმ დახურა და საქართველოს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.