უხერხული, მაგრამ სასარგებლო ვიზიტი – ასე შეფასდა ხორვატიაში სერბეთის პრეზიდენტის სტუმრობა.
ალექსანდრ ვუჩიჩი 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ხორვატიის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის სპიკერს, ასევე ხორვატიაში მცხოვრებ ეთნიკურ სერბებს შეხვდა.
ომის შემდეგ წლების განმავლობაში არსებული დაძაბული ურთიერთოებების ფონზე, სერბეთისა და ხორვატიის ლიდერებმა ბალკანეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.