ირაკლი კობახიძე სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოში სერბეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ირაკლი კობახიძე ბელგრადს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სტუმრობს.

პირველი შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტთან გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თემასაც.

თემის დეტალები „მოამბეში“.