სერბეთის პრეზიდენტის განცხადება

სიტუაციის დამშვიდება მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

ალექსანდრ ვუჩიჩმა, ქვეყნის არმიის გენშტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ასევე თქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ დაძაბულობის შეწყვეტისთვის. პრეზიდენტმა დეესკალაციის იმედი გამოთქვა.