სემინარი საგანგებო და კრიზისული სიტუაციების გაშუქების საკითხზე

საგანგებო და კრიზისული სიტუაციების გაშუქების საკითხებზე მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის სემინარი ტარდება.

სწავლების ორგანიზატორები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და გაერო-ს პროექტების მომსახურების ოფისი არიან. მედია სემინარს სხვადასხვა ტელეკომპანიის, საინფორმაციო სააგენტოსა და რეგიონული მედიის ჟურნალისტები ესწრებიან. სწავლებას საერთაშორისო ექსპერტები უძღვებიან. განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა კრიზისული კომუნიკაციის საფუძვლები და მედიის როლი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკის სტანდარტები და პროტოკოლები, ეთიკა და კრიზისული კომუნიკაცია, ასევე პროფესიული ქცევის წესები. სემინარი გაერო-ს პროექტების მომსახურების ოფისის ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის – „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ – ფარგლებში ხორციელდება.