მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საერთაშორისო ექსპერტის, ვიტორ ტომეს სემინარი თბილიში. ტრენინგი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზებით, მედიააკადემიაში გაიმართა. შეხვედრას, კომუნიკაციების კომისიის, მედია აკადემიის, განათლების სამინისტროსა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საერთაშორისო მედიამკვლევარმა, მონაწილეებს განათლებისა და მედიის სექტორში, მედიაწიგნიერების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილები გაუზიარა.
ექსპერტმა საქართველოში, მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებული შესაძლებლობები, საჭიროებები და გამოწვევები შეაფასა.