სემეკის განცხადებით, საქმის წარმოების დასრულებამდე, გორში აბონენტებს გაზის მიწოდება არ შეუწყდებათ

 

სემეკის წარმომადგენლების განცხადებით, სადაო თანხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების დასრულებამდე, გორის მოსახლეობას გაზის მიწოდება არ შეუწყდება. საუბარია დეკემბრის თვეზე, რასაც ადგილობრივების მხრიდან პროტესტი მოყვა. სემეკში მოსახლეობის საჩივრებთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.

საკითხი საჯარო სხდომაზე განსახილველად ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ სავარაუდოდ უახლოესი 2 კვირის ვადაში გაიმართება.