საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტს „მრავალფეროვანი საქართველო“ ოთხი წელი შეუსრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტსა და საქართველოში მოქმედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის ორგანიზაციები ესწრებიან, რომელთა საქმიანობაც მედიისა და ეთნიკური უმცირესობების მიმართულებასთანაა დაკავშირებული. შეხვედრაზე ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ. საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა და მათთვის აქტუალური საკითხების ყველა პლატფორმაზე ასახვაა.
მრავალფეროვანი საქართველო
მოამბე