საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2020-2021 ანგარიში

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა 2020-2021 წლების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

ანგარიშში საუბარია სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლობაზე და მომხმარებელთა დროული ინფორმირების მნიშვნელობაზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავარი გამოწვევა სერვისის მიწოდების დროს ტექნიკური შეფერხებები იყო. ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის განცხადებით, სამსახურში შემოსული 971 საჩივრიდან 807 დაკმაყოფილდა.