კვლევის შედეგები

კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო მომსახურების ფასების შედარებითი კვლევის შედეგები წარადგინა. საქმე ეხება როგორც ფიქსირებულ, ასევე მობილურ ინტერნეტმომსახურებებს. კვლევამ აჩვენა, რომ 100 მეგაბაიტწამიანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136 %-ით, ხოლო 10 გეგაბაიტი მობილური ინტერნეტი და სასაუბრო დრო 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია.

დოკუმენტის მიხედვით, მობილურის მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებებზე ფასები უფრო ძვირია – რაც პრობლემურია. მონაცემები მოიცავს საქართველოსთან ერთად ევროკავშირის 22 ქვეყანას და დიდ ბრიტანეთს. კვლევა საერთაშორისოდ აღიარებული და აპრობირებული მეთოდოლოგიის შესაბამისად განხორციელდა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული.