საზეიმო მსახურება სვეტიცხოველში პატრიარქის ქადაგებით დასრულდა.
საკათედრო ტაძარში ლიტურგიას დილიდან მღვდელმთავრებთან და სინოდის წევრებთან ერთად კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უძღვებოდა.
მცხეთაში იმყოფებოდნენ პოლიტიკოსებიც. სვეტიცხოვლობის დღესასწაულს მთავრობის მეთაური და თბილისის მერი ესწრებოდნენ. ილია მეორემ მამუკა ბახტაძეს და კახა კალაძეს საჩუქრად ხატები გადასცა.
ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.