საყოველთაო ჯვრისწერა

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა.

ტაძარში ჯვარი 50-ზე მეტმა, ქვეყნის მასშტაბით კი, 500-მდე წყვილმა დაიწერა.

საყოველთაო ჯვრისწერის ტრადიცია ორი წლის წინ პატრიარქის კურთხევით დაწესდა.