საყოველთაო ჯვრისწერა სამების ტაძარში [ფოტოამბავი]
საყოველთაო ჯვრისწერა სამების ტაძარში [ფოტოამბავი]

„ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის“ დღესთან დაკავშირებით სამების ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა მიმდინარეობს.

სამების ტაძარში ჯვარს იწერს 50-ზე მეტი წყვილი, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 500-მდე წყვილი.

ჯვრისწერას მეუფე ნიკოლოზი ხელმძღვანელობს და მსახურებას 10 მღვდელი ატარებს.

საყოველთაო ჯვრისწერის ტრადიცია ორი წლის წინ პატრიარქის კურთხევით და ჩოხოსანთან საზოგადოების ინიციატივით დაინერგა.

პატრიარქმა 17 მაისი „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის“ დღედ ოთხი წლის წინ გამოაცხადა.