პატრიარქის მდივან-რეფერენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის, ჩაუტარდება თუ არა კორონავირუსზე ტესტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. საპატრიარქოში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მოქმედებენ, მიღებულია პრევენციული ზომები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ამჟამად შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.