კოვიდ-19 – ტესტირების პასუხები საპატრიარქოში

15:04, 10.01.2021

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კორონავირუსზე ტესტირება  ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი, ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს. მას შემდეგ, რაც კორონავირუსი პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს დაუდასტურდა, განსაკუთრებით საყურადღებო იყო უწმინდესის მდგომარეობა. ტესტირება ჩაუტარდა ასევე ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტს მეუფე გერასიმეს და სხვა სასულიერო პირებს.

 

მსგავსი