საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი, ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს. მას შემდეგ, რაც კორონავირუსი პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს დაუდასტურდა, განსაკუთრებით საყურადღებო იყო უწმინდესის მდგომარეობა. ტესტირება ჩაუტარდა ასევე ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტს მეუფე გერასიმეს და სხვა სასულიერო პირებს.