ბენზინი კიდევ გაძვირდა.
ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასმა 5-დან 10 თეთრამდე მოიმატა. წლის დასაწყისიდან დაწყებული ტენდენცია ახლაც გრძელდება. 2021 წლის იანვრიდან დღემდე ნავთობპროდუქტების ღირებულება თითქმის ერთი ლარით არის გაზრდილი. ფასების მატების მთავარ ფაქტორად გლობალურ სანავთობო ბირჟებზე ნავთობის გაძვირება სახელდება. საერთაშორისო ბირჟებზე წინა წელთან შედარებით ნავთობის ფასი თითქმის გაორმაგებულია. სფეროს ექსპერტების პროგნოზები საკმაოდ პესიმისტურია. სავალუტო ბაზარზე რყევების დაწყების შემთხვევაში სპეციალისტები საწვავის კიდევ უფრო გაძვირებას ელოდებიან.
მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, რა ბერკეტები არსებობს ფასების ზრდის შესაჩერებლად.