ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა რუსთავში

გახსნიდან ოთხი წლის შემდეგ რუსთავის ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო გაფართოვდა.

ქარხანა წარმოებას ზრდის, რაც ნიშნავს, რომ საავტომობილო გზების დასაგებად საჭირო ნედლეულის – ბიტუმის გამომუშავების მაჩვენებელი მკვეთრად მოიმატებს. საწარმო „სერპენსი“ ექსპორტზე ჯერ არ მუშაობს და წარმოებულ პროდუქციას საგზაო ინფრასტრუქტურის სფეროში მომუშავე კომპანიებს აწვდის. წარმოების გაფართოების პარალელურად დაგეგმილია მუშახელის რაოდენობის ზრდაც. გეგმაა, რომ რუსთავში გამომუშავებული ბიტუმი უახლოეს მომავალში ექსპორტზეც უნდა გავიდეს.