„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევა

2022 წლის ივნისის მონაცემებით, რუსეთი საქართველოში ნავთობპროდუქტების ნომერ პირველი იმპორტიორი გახდა. შედეგებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ავრცელებს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ დროის აღნიშნულ მონაკვეთში, საქართველოში რუსეთიდან შემოსულია საწვავის საერთო რაოდენობის 33%, რაც, დაახლოებით, 198 ათასი ტონაა და მაისის თვის მონაცემებს 5 %-ით აღემატება. მათივე ინფორმაციით, საქართველოს რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება კვლავ შენარჩუნებულია და რუსეთი ამ მხრივ ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა.