პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა. ოთხი კვირის განმავლობაში წვრთნა „ბრავო“ ასეულმა ორფოლოს პოლიგონზე გაიარა. გეგმური სწავლება დამკვირვებელ-მაკონტროლებლების მიერ დადებითად შეფასდა. მიზანი მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება იყო.