„ღირსეული პარტნიორი 2022“ დაიწყო

„ღირსეული პარტნიორი 2022“, – სწავლება ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე დაიწყო.

საერთაშორისო წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა ხელმძღვანელობენ, ხოლო მხარდაჭერას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ახორციელებს. „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის. წელს პირველად სწავლებაში იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. წვრთნებში ჩართულია 2400-ზე მეტი სამხედრო სხვადსხვა ქვეყნიდან.