სოფელ სავანეთში, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა, უკვე მეორე დღეა ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ასევე დასახლებაში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. განმეორებითი თერმოსკრინინგი ტარდება ქვემო ბოლნისის დასახლებაშიც და მედიკოსები ადგილობრივების სამედიცინო შემოწმებას ახდენენ.
საკარანტინე ზონაში არსებულ ვითარებას გიორგი კობერიძე გაგვაცნობს.