სავალუტო ფონდის ანგარიში

ორკვირიანი მუშაობის შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს აჯამებს.

საფინანსო ინსტიტუტის დასკვნა ცალსახად დადებით შეფასებებს მოიცავს.

დოკუმენტში პოზიტიურად არის შეფასებული ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები და ის რეფორმები, რომლებსაც მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს.

მორიგი ვიზიტით სავალუტო ფონდის დელეგაცია საქართველოში ზაფხულის ბოლოს ჩამოვა.